ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელებს მადლობა გადაუხადა

13:19, 20.03.2024

მადლობას ვეტყვი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და მათ უშუალო ხელმძღვანელებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„ვისარგებლებ შემთხვევით და ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მათ უშუალო ხელმძღვანელ პირებს, რომლებსაც ერთიანი, გუნდური ძალისხმევით საკუთარი წვლილი შეაქვთ წესრიგის დაცვაში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი