ვახტანგ გომელაურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან, ლელა ჯანაშვილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ვახტანგ გომელაურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან, ლელა ჯანაშვილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან, ლელა ჯანაშვილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი.

ვახტანგ გომელაურმა ლელა ჯანაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როლს საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის მიმართულებით და უწყებებს შორის კოორდინაციის მექანიზმების მნიშვნელობას.

ვახტანგ გომელაურმა შეხვედრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.