ვახტანგ გომელაურმა მოქალაქეებს, სახელმწიფო უწყებებსა და ჟურნალისტებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა
ვახტანგ გომელაურმა მოქალაქეებს, სახელმწიფო უწყებებსა და ჟურნალისტებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკარანტინო ზონაში ყოფნისას მოქალაქეებს, სახელმწიფო უწყებებსა და ჟურნალისტებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა, მადლობა ვუთხრა მოქალაქეებს, ყველას, ვინც ასე გვერდში გვიდგას. ეს ძალიან დიდი დახმარებაა პოლიციისთვის და პირველ რიგში, სახელმწიფოსთვის.

ასევე, მადლობას ვუხდი ყველა უწყებას და თქვენ, მედიის წარმომადგენლებს. მინდა, ყველას დიდი მადლობა გითხრათ, რომ ასეთ ექსტრემალურ პირობებში მუშაობთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.