ვახტანგ გომელაურმა და გრიგოლ ლილუაშვილმა 2017 წელს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგეს
ვახტანგ გომელაურმა და გრიგოლ ლილუაშვილმა 2017 წელს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ხუთი წლის წინ კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით, მის საფლავზე მივიდნენ.

მათ დაღუპული სპეცრაზმელის, გოლაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს, მის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი დაიღუპა. სპეცოპერაციის დროს ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი.