ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა
ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელებისგან რეგიონში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიმდინარე წელს გატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

მათივე ცნობით შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე წელს აჭარის რეგიონში მომხდარი დანაშაულების გახსნის მაჩვენებელს და აღინიშნა, რომ გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობის კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა.

სამუშაო თათბირზე ვახტანგ გომელაურმა აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

მინისტრმა შეხვედრაში მონაწილე სამართალდამცველებს კონკრეტული დავალებები მისცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.