ვახტანგ გომელაური - ყველა მსხვილ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი, რომელიც აღიჭურვება სპეციალური პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით
ვახტანგ გომელაური - ყველა მსხვილ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი, რომელიც აღიჭურვება სპეციალური პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსხვილ ქალაქებში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საპოლიციო დანაყოფების შექმნა იგეგმება.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით ყველა მსხვილ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი; დანაყოფები აღიჭურვება სპეციალური პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით; დაიხვეწება საკანონმდებლო ბაზა; გაღრმავდება ოპერატიული თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ის წამყვან კიბერუსაფრთხოების სამსახურებთან, მათ შორის, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.