ვახტანგ გომელაური - ყველა ხედავთ, რაც ხდება, პოლიციელების საცხოვრებელ მისამართებზე, ოჯახებში მივარდნა, სამწუხაროა, დარწმუნებული ვარ, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ
ვახტანგ გომელაური - ყველა ხედავთ, რაც ხდება, პოლიციელების საცხოვრებელ მისამართებზე, ოჯახებში მივარდნა, სამწუხაროა, დარწმუნებული ვარ, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ვახტანგ გომელაური დეპუტატების კითხვას გამოეხმაურა, სადაც ქონებრივ დეკლარაციებში პოლიციისა და სპეციალური სამსახურის თანამშრომლების საცხოვრებელი მისამართების საჯაროობის შესახებ დაუშვებლობის შესახებ იყო საუბარი.

„რაც შეეხება კითხვას დეკლარაციასთან დაკავშირებით, გეთანხმებით, ეს პრობლემა იდგა როგორც ჩემ ძველ სამსახურშიც. ძალიან ხშირი იყო ხელმძღვანელი პირების, არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში მინისტრზე, ვთქვათ უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე. საჯარო უნდა იყოს ჩემი დეკლარაცია და კი ბატონო. მაგრამ, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ, თუნდაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თუნდაც დაზვერვის ხელმძღვანელი და ა.შ. მეც ვფიქრობ, რომ მათი მონაცემები არ უნდა იყოს ღია. ქონებრივი დეკლარაცია იყოს საჯარო, თუმცა მითითებული მისამართები არა, გეთანხმებით – ამაზე სამუშაოა და ძალიან კარგი იქნება თუ მხარს დაგვიჭერთ, თუ მოხდება ამ საკითხის ინიცირება პარლამენტში. დღეს რაც ხდება ოჯახებში მივარდნა – ყველა ხედავთ ტელევიზიებში, ძალიან სამწუხაროა. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა – მისვლები, დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან, მოადგილეებთან, იქ მშობლებთან, მეუღლესთან პატარა ბავშვებთან მივარდნა. ეკითხებიან მათ – აბა, თქვენი ქმარი აქ იყო? იქ იყო? ეს დაარბია? ან ეს გააკეთა? – ეს და არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ასეთი რაღაცა, არც ჩვენთან არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.