ვახტანგ გომელაური - თანამზრახველების მიმართულებით გამოძიება მუშაობს, არ შეიძლება, წინასწარ ადამიანს რაღაც დააბრალო, დავით ხვიბლიანი იყო 43-დან ერთ-ერთი მძევალი
ვახტანგ გომელაური - თანამზრახველების მიმართულებით გამოძიება მუშაობს, არ შეიძლება, წინასწარ ადამიანს რაღაც დააბრალო, დავით ხვიბლიანი იყო 43-დან ერთ-ერთი მძევალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „საქართველოს ბანკში“  შეჭრილი შეიარაღებული პირის შესაძლო თანამზრახველებთან დაკავშირებით ბევრი ვერსია ვრცელდება, თუმცა ამ ეტაპზე ვერაფერს დაადასტურებს.

გომელაური ამბობს, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

„ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავადასტურებ. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, შეიძლება, 43 ადამიანში ათი იყო მისი თანამზრახველი, ვერავინ იტყვის, იყო თუ არა. გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ადამიანების ბრალდება, დააბრალო რაღაც, რომელიც არ იცი მტკიცებულებით ფორმაში. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავკეთებ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე, დავით ხვიბლიანი არის თუ არა პირი, რომელიც შესაძლოა, თავდამსხმელის თანამოაზრე იყოს, გომელაური პასუხობს, რომ ის 43 პირს შორის ერთ-ერთი მძევალი იყო.

„დავით ხვიბლიანი იყო მძევალი, ერთ-ერთი მძევალი 43 ადამიანში. გამოძიების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.