ვახტანგ გომელაური - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ვფიქრობ, მალე დასრულდება
ვახტანგ გომელაური - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ვფიქრობ, მალე დასრულდება

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ვფიქრობ, მალე დასრულდება, – განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებლები მუშაობენ და თუ საჭირო იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება.

„ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის. ვფიქრობ, მალე დასრულდება. „ეფბიაის“ ჩართვას რაც შეეხება, თუ საჭიროება იქნება, სავარაუდოდ ჩაერთვება ექსპერტიზის მიმართულებით. ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, – განაცხადა შს მინისტრმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.