ვახტანგ გომელაური სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს შეხვდა
ვახტანგ გომელაური სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან, არტურ ვანეციანთან.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს და რეგიონში არსებულ ვითარებას.

ვახტანგ გომელაურმა და არტურ ვანეციანმა საქართველოსა და სომხეთის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის განვითარების, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ურთიერთობის სტაბილური განვითარებისა და გაღრმავების მნიშვნელობას.