ვახტანგ გომელაური - სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ
ვახტანგ გომელაური - სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას პოლიციის ატაშეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ, მათ შორის, გასულ წელს ირლანდიასა და ისრაელში მივლენილ იქნენ პოლიციის ატაშეები და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.