ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში იმყოფებოდა
ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შსს-ს აკადემიაში იმყოფებოდა. მინისტრს აკადემიის რექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა უმასპინძლა.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაური აკადემიაში სასწავლო პროცესს გაეცნო, მსმენელებს გაესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა დაათვალიერა აკადემიის ინფრასტრუქტურა, საგამოცდო და სიმულაციური სწავლების სივრცეები, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ვირტუალური ტირი. ასევე განახლებული საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი და სასადილო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აკადემიის რექტორისგან სამომავლო გეგმებისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიიღო ინფორმაცია.