ვახტანგ გომელაური - საქართველო, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, შეფასების უმაღლეს საფეხურზეა
ვახტანგ გომელაური - საქართველო, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, შეფასების უმაღლეს საფეხურზეა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ქართველი სამართალდამცავების წარმატებით მუშაობას ასახავს, არის ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიში.

მინისტრის განმარტებით, ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, 2023 წელსაც საქართველო მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საფეხურზე – პირველ კალათაში იკავებს ადგილს.

„მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 15 პირს; პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 71 პირის მიმართ; ოთხ სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხისგებაში მიცემულია სამი „კანონიერი ქურდი“; ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია 284 პირი; კიბერდანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 200 პირზე დაიწყო“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.