ვახტანგ გომელაური - საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვების მიუხედავად, მიკროავტობუსებს მგზავრების გადაყვანის მცდელობა ჰქონდათ
ვახტანგ გომელაური - საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვების მიუხედავად, მიკროავტობუსებს მგზავრების გადაყვანის მცდელობა ჰქონდათ

საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვების შემდეგ ორ რეგიონში მიკროავტობუსებს მგზავრების გადაყვანის მცდელობა ჰქონდათ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მარნეულში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, სიტუაციის გარკვევის შემდეგ მიკროავტობუსებმა დაგეგმილი მარშრუტები აღარ შეასრულეს.

„იყო მცდელობა, უნდოდათ გამოსვლა საქართველოს ორი რეგიონიდან, არ დავასახელებ რეგიონებს. ეს იყო მიკროავტობუსები. ჩვენ ვთხოვეთ, ავუხსენით და ამის შემდეგ აღარ წამოვიდნენ. მოსახლეობა გაგებით მოეკიდა და გადმოვიდა მიკროავტობუსიდან. ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, ვინც გვერდში გვიდგას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შეიზღუდა.