ვახტანგ გომელაური საგარეჯოში იმყოფება

05:07, 20.01.2023

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საგარეჯოში ჩავიდა.

არსებული ინფორმაციით, მინისტრი მედიასთან კომენტარს ცოტა ხანში გააკეთებს.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.

ბოლო ინფორმაციით,  სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

მსგავსი