ვახტანგ გომელაური - საანგარიშო პერიოდში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ სამჯერ განხორციელდა სააგენტოს ინსპექტირება
ვახტანგ გომელაური - საანგარიშო პერიოდში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ სამჯერ განხორციელდა სააგენტოს ინსპექტირება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ცდილობს, ინსტიტუციური რეფორმების გატარებას და საქმიანობაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მექანიზმების დახვეწისაკენაა გადადგმული, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიურ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში, პიროვნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებისა და მეტი დაცულობის უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 27 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო.

“სააგენტო სარგებლობს დამოუკიდებლობის გარანტიებით და არ გააჩნია საგამოძიებო უფლებამოსილება. როგორც დამოუკიდებელი და პროფესიული ინტერესის არმქონე ორგანო, უზრუნველყოფს უფლებამოსილი საგამოძიებო, სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო ფუნქციების მქონე ორგანოების მიერ შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურებით დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელებას. ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით, სააგენტოს საქმიანობაზე გათვალისწინებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, საპარლამენტო, პრემიერ-მინისტრის, სასამართლო და საფინანსო-საბიუჯეტო კონტროლი. სააგენტომ 2017 წლის დეკემბერში, პრემიერსა და ნდობის ჯგუფს საქმიანობის პირველი ანგარიში წარუდგინა. საანგარიშო პერიოდში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ სამჯერ განხორციელდა სააგენტოს ინსპექტირება”,- განაცხადა გომრლაურმა.