ვახტანგ გომელაური - რვა წელია, შს მინისტრის ოთახში იგივე რემონტი, იგივე ავეჯია და რასაც ვყიდულობთ, პოლიციელებისთვის არის განკუთვნილი
ვახტანგ გომელაური - რვა წელია, შს მინისტრის ოთახში იგივე რემონტი, იგივე ავეჯია და რასაც ვყიდულობთ, პოლიციელებისთვის არის განკუთვნილი

შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა.

ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სერვერების შესყიდვა 112-ის შესაძლებლობების გაძლიერებას უკავშირდება, ხოლო შესასყიდი ავეჯი განთავსდება გურჯაანის პოლიციის ახალ შენობაში და განკუთვნილია არა მინისტრის კაბინეტისთვის, არამედ პოლიციელებისთვის.

„გავასამმაგეგთ, აპარატურა რომლის შესყიდვასაც ვაპირებთ ემატება, იმიტომ, რომ რაც გვქონდა ჩვენ საშუალება, იტვირთება და გადავწყვიტეთ სერვერები გავაძლიეროთ. ეს სერვერები 112-ში დაყენდება და ამაში რაღაცა საეჭვო და ისეთი კითხვები მე მგონი არ უნდა იყოს. რაც შეეხება ავეჯის შესყიდვას – ეს არის გურჯაანის პოლიციის ახალი შენობისთვის მაგიდები, სავარძლები, პოლიციელებისთვის და არა მინისტრის კაბინეტისთვის. მუხაში გაწყობილი არ ვიცი, მაგრამ ჩვეულებრივი სამორიგეოს მაგიდებია და არის სავარძლები. ხშირად არის ხოლმე ამაზე საუბარი, რომ ხან 400 000 ვიხდი ჩემს სავარძლებში და ა.შ. ჩემს კაბინეტში, სადაც მე ვარ დღეს, 2012 წელს როცა დავინიშნე მინისტრის მოადგილედ და ბატონ ირაკლისთან შევედი, მინისტრთან და ვნახე, იგივე ავეჯი დგას, იგივე რემონტია, არაფერი არ შეცვლილა ამ რვა წლის განმავლობაში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.