ვახტანგ გომელაური - რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64 პროცენტს აღემატება, შემცირებულია მკვლელობები, მკვლელობის მცდელობები და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტები
ვახტანგ გომელაური - რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64 პროცენტს აღემატება, შემცირებულია მკვლელობები, მკვლელობის მცდელობები და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64 პროცენტს აღემატება.

„2023 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია გაგრძელდა. რეგისტრირებული დანაშაულის გახსნა 64 პროცენტს აღემატება. ასევე, გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენციაც. შემცირებულია ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების ფაქტები, როგორიც არის მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები, ასევე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.