ვახტანგ გომელაური – რა თქმა უნდა, ვფიქრობ, 2008 წელს ხელისუფლებაში ივანიშვილი რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა

16:52, 05.02.2024

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის შეფასებით, 2008 წელს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა.

კერძოდ, გომელაურმა უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას: „2008 წელს ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა?“

„რა თქმა უნდა, ასე ვფიქრობ, დეტალებში არ შევალ. სწორი პოლიტიკით იქნებოდა ეს ყველაფერი. რაც ჩვენმა გუნდმა გააკეთა, იმავეს გააკეთებდა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი