ვახტანგ გომელაური პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს უფროსს შეხვდა

16:15, 10.05.2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს უფროსს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს უფროსთან, პიოტრ პოგონოვსკისთან შეხვედრა გამართა.

სუს-ის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ორ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

მსგავსი