ვახტანგ გომელაური პოლიციელებს - ვიცით, რა სამსახურსაც ეწევით, ჯანმრთელობას, ყველაფერს რისკავთ ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად, ოჯახში უვნებლად დაბრუნებას გისურვებთ
ვახტანგ გომელაური პოლიციელებს - ვიცით, რა სამსახურსაც ეწევით, ჯანმრთელობას, ყველაფერს რისკავთ ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად, ოჯახში უვნებლად დაბრუნებას გისურვებთ

ვიცით, რა სამსახურსაც ეწევით, თქვენ ჯანმრთელობას, ყველაფერს რისკავთ ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად, – ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს.

გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მოგილოცოთ ყველა თქვენგანს პროფესიული დღე, პოლიციის დღე, არამარტო თქვენ, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, დაწყებული რიგითიდან – ხელმძღვანელით დამთავრებული. ეს სამი თვე, საგანგებო რეჟიმზე ვიყავით გადასული, ვართ კიდევაც, ვაგრძელებთ. თვეები ოჯახში არ ყოფილხართ, ადგილებზე იყავით დარჩენილი, თითქმის ყველა რეგიონში. იყო შემთხვევები, ბატონო პრემიერო, როდესაც შვილი შეეძინათ, ერთ-ერთი გვყავს – სულხანი და დიდი ხნის განმავლობაში ნანახი არ ჰყავდა შვილი. ვიცით, რა სამსახურსაც ეწევით, თქვენს ჯანმრთელობას, ყველაფერს რისკავთ ისევ ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად. ძალიან ბევრი გააკეთეთ, არ მინდა, რომელიმე გამოვყო, ყველა დანაყოფი იყო ჩართული და მინდა, მადლობა გითხრათ, ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთხელ, წარმატება გისურვოთ, ჯანმრთელობა. ვიცით, თუ რა სამსახურია – წლებია, მეც დიდი ხანია უკვე ამ სტრუქტურაში, ამ სისტემაში ვარ, ოჯახში უვნებლად დაბრუნებას გისურვებთ ყოველთვის. რაც ყოველთვის მძიმეა ჩვენი სამინისტროსთვის, ქვეყნისთვის, ერთი პოლიციელის დაკარგვაც უმძიმესია ჩვენთვის. ამიტომ ჯანმრთელი და მშვიდობიანი დაბრუნებულიყავით ყოველთვის თქვენს ოჯახებში. გილოცავთ კიდევ ერთხელ” ,- აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს.