ვახტანგ გომელაური პოლიციელებს პრემიერ-მინისტრის სახელით მადლობას უხდის
ვახტანგ გომელაური პოლიციელებს პრემიერ-მინისტრის სახელით მადლობას უხდის

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა რუსთავში პოლიციის ახალი შენობის გახსნაზე განაცხადა, კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, რუსთავი საკმაოდ მძიმე რეგიონი იყო და აქ სამართალდამცველებმა კარგად იმუშავეს.

„მინდა, მადლობა გითხრათ ბატონი პრემიერისგან და პირადად ჩემგან იმისთვის, რაც გააკეთეთ ამ სამი თვის განმავლობაში. მძიმე იყო, მესმის, აქ ცხოვრობდით თითქმის, აქ იყავით სულ, დღე და ღამე, ოჯახებს ვერ ნახულობდით. ყველაზე რთული რეგიონი თქვენი იყო. კარგად გაართვით თავი, კრიმინალს რომ თავი დავანებოთ, კორონავირუსის თემაზე კარგად მუშაობთ და ყველაფერი კარგად მიდის. ჯერ დამთავრებული არ არის კორონავირუსთან ბრძოლა, ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს თავს, თქვენს ოჯახებს, მოსახლეობას და მოქალაქეებს. მადლობელი ვართ. გადაეცით მადლობა ჩემგან და პრემიერისგან ყველას, პირველ რიგში, თქვენ და მერე ყველა რიგითს, ვინც ასრულებდა მოვალეობას”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.