ვახტანგ გომელაური ნინო ლომჯარიას შეხვდა
ვახტანგ გომელაური ნინო ლომჯარიას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა გამართა. შსს-ს ინფორმაციიღთ, შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ასევე, ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

როგორც შს სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ბოლო დროს დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახალხო დამცველმა საარჩევნო პერიოდში შესაძლო დარღვევებზე ინფორმაციის გაზიარების და მყისიერი რეაგირების მიზნით აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს“,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.