ვახტანგ გომელაური ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
ვახტანგ გომელაური ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მელინე არაკელიანთან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის ატაშეების როლზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში და დადებითად შეაფასა ნიდერლანდების მხარის მიერ საქართველოში პოლიციის ატაშეს მოვლენა, რომელიც საქმიანობას 2023 წლიდან შეუდგა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობასა და ურთიერთობების შემდგომი განვითარების გეგმებზე. შეხვედრის დასასრულს შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს წარმატებები უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებას სხვადასხვა მიმართულებით.