ვახტანგ გომელაური - მომიტინგეებმა პარლამენტის ჭიშკარზე რაც გააკეთეს, ყველამ ნახა, დიპკორპუსის წარმომადგენლებმა დაგმეს, თითქოს გადამეტებული ძალა გამოვიყენეთ, როცა გარეთ არც გამოვსულვართ
ვახტანგ გომელაური - მომიტინგეებმა პარლამენტის ჭიშკარზე რაც გააკეთეს, ყველამ ნახა, დიპკორპუსის წარმომადგენლებმა დაგმეს, თითქოს გადამეტებული ძალა გამოვიყენეთ, როცა გარეთ არც გამოვსულვართ

სოციალურ ქსელებში პირდაპირ დებენ, რომ უნდა მოახდინონ ბლოკირება, არ უნდა შეუშვან ადამიანები. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ჭიშკარზე რაც გააკეთეს, ნახა ყველამ, მეორე დღეს განცხადებები იყო, რომ ძალას გადაამეტა პოლიციამ, როცა გარეთ საერთოდ არ გამოვსულვართ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, პოლიცია გადამეტებულ ძალას არ იყენებს.

„იმ დღეს წყლის ჭავლი რომ არ გამოგვეყენებინა, ალბათ გადმოანგრევდნენ იმ კარს და მერე უფრო მეტი ადამიანი დაშავდებოდა. აღარ მინდა, გვარები და სახელები დავასახელო, მათ შორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც დაგმეს, თითქოს გადამეტებული ძალა გამოიყენა პოლიციამ, როცა გარეთ არც გამოვსულვართ, შიგნიდან გამოვიყენეთ წყლის ჭავლი“, – განაცხადა გომელაურმა.