ვახტანგ გომელაური - მინდა, შევეხო 2022 წლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას, ნატო-მ საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა
ვახტანგ გომელაური - მინდა, შევეხო 2022 წლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას, ნატო-მ საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას, სანაპირო დაცვის მიმართულებით გასულ წელს მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო, რომ ნატო-მ საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა.

„ვსაუბრობ სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებულ რეფორმაზე და აქვე მინდა, შევეხო 2022 წლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს ნატო-ს ოთხდონიანი შეფასება. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველოსთვის ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ოპერაციის – „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მან საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. ეს გადაწყვეტილება ასევე წარმოადგენს ნატოს-ს საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.