ვახტანგ გომელაური მარნეულში არსებულ ვითარებას ეცნობა [ფოტო]
ვახტანგ გომელაური მარნეულში არსებულ ვითარებას ეცნობა [ფოტო]

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მარნეულში ჩავიდა.

ვახტანგ გომელაური ადგილზე გაეცნო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების, პოლიციისა და სამხედროების მუშაობას.

მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მიერ მოწყობილ საველე ჰოსპიტალში მივიდა.

ვახტანგ გომელაურმა კარვები დაათვალიერა, რომლებშიც პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში განათავსებენ.

მინისტრი ასევე იმყოფებოდა მართვის ცენტრის კარავშიც და მუშაობის პროცესს დააკვირდა. ამის შემდეგ ვახტანგ გომელაური ერთ-ერთ სპეციალურ საგუშაგოზე მივიდა, სადაც პოლიციელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. ასევე პირადად დააკვირდა დრონით მუშაობის პროცესს.