ვახტანგ გომელაური - კანდიდატის სტატუსი საქართველომ ღირსეულად მოიპოვა, ამ მნიშვნელოვან ნაბიჯთან ერთად, გვქონდა გამოწვევები, რომლებსაც მსოფლიოში რთული პროცესების მიუხედავად, წარმატებით გავართვით თავი
ვახტანგ გომელაური - კანდიდატის სტატუსი საქართველომ ღირსეულად მოიპოვა, ამ მნიშვნელოვან ნაბიჯთან ერთად, გვქონდა გამოწვევები, რომლებსაც მსოფლიოში რთული პროცესების მიუხედავად, წარმატებით გავართვით თავი

ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი საქართველომ ღირსეულად მოიპოვა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შს მინისტრმა მოხსენების დასაწყისში ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და აღნიშნა, რომ, სტატუსის მიღებასთან ერთად, ქვეყანას ჰქონდა გამოწვევები, რომლებსაც, მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესების მიუხედავად, საქართველომ წარმატებით გაართვა თავი.

„გასული წლის ანგარიშის მოხსენება, მინდა, დავიწყო იმ წარმატებით, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად მოიპოვა და მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ამ დიდ და ისტორიულ მიღწევას. შინაგან საქმეთა სამინისტრო წლების განმავლობაში ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რომლის შესახებაც საზოგადოებას ამ ტრიბუნიდან არაერთხელ მიუღია ინფორმაცია. 2023 წელს, ამ მნიშვნელოვან ნაბიჯთან ერთად, ქვეყანას ჰქონდა გამოწვევები, რომლებსაც, მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესებისა, წარმატებით გავართვით თავი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.