ვახტანგ გომელაური იაპონიის ელჩს შეხვდა
ვახტანგ გომელაური იაპონიის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აკირა იმამურასთან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელშეწყობით, მხარეთა შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

მინისტრმა იაპონიის მხარეს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა სამინისტროს თანამშრომლობას საქართველოში იაპონიის საელჩოსთან, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ ბენეფიციარს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) აქტიური თანამშრომლობით, მუდმივ რეჟიმში ხდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების გადამზადება კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს.

დატოვე კომენტარი