ვახტანგ გომელაური გურამიშვილის გამზირზე ვითარებას გაეცნო 
ვახტანგ გომელაური გურამიშვილის გამზირზე ვითარებას გაეცნო 

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, სადაც კორპუსის აფეთქება მოხდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

„ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია აფეთქება, რამაც კორპუსის რამდენიმე სართული დააზიანა. ასევე წინამდებარე კორპუსის მინები ჩაიმსხვრა. დაღუპული საბედნიეროდ არავინ არის. ერთი ადამიანი შედარებით მძიმეა, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი. ეს ადამიანი იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც აფეთქება მოხდა, ოთხი მსუბუქად არის დაზიანებული, მათ მალე გამოწერენ საავადმყოფოდან. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ოჯახი იყო გაფრთხილებული რამდენიმე თვის წინ, რომ ამ დაერეთებინათ და ჩაუჭრეს, თუმცა როგორც ჩანს, ექსპერტიზა დაადგენს უკვე, რომ მიერთება მოახდინა ამ ადამიანმა და ამან გამოიწვია სავარაუდოდ აფეთქება. ვერაფერს ვიტყვით წინასწარ“, – განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, მიმართეს თუ არა შესაბამისმა სამსახურებმა შსს-ს, მინისტრმა აღნიშნა, რომც მიემართათ სამართალდამცველებს არ აქვთ უფლება გადამოწმების მიზნით, კარი შეუნგრიონ და ვინმე საცხოვრებელში შევიდნენ.

„როგორც ვიცი, არ მოუმართავთ, მაგრამ რომ მოემართათ, კანონით ჩვენ კარს ვერ შევუნგრევდით, გადამოწმების მიზნით, დააერთა თუ არ დააერთა არ გვაქვს უფლება იძულებით დავათვალიეროთ მიაერთა, თუ არა გამაცხელებელი. ვერაფერს გეტყვით ჯერ ექსპერტიზა უნდა დასრულდეს, რამ გამოიწვია აფეთქება და გამოძიება დაადგენს ვისი პასუხისმგებლობა დადგება. ამბობენ, რომ კუსტარულად დაერთება სავარაუდოდ, მტკიცებულებით ფორმაში ვერ ვიტყვი. გამოძიება დამთავრდება და მოგახსენებთ ყველაფერს“, – განაცხადა გომელაურმა.