ვახტანგ გომელაური - ესებუა ძებნაზე დასმულია, კარგია, დაგვეკავებინა, თუმცა ვერ დავაკავეთ
ვახტანგ გომელაური - ესებუა ძებნაზე დასმულია, კარგია, დაგვეკავებინა, თუმცა ვერ დავაკავეთ

ესებუა ძებნაზე დასმულია, მისჯილი აქვს. გამოცხადებულია ძებნა წითელი ცირკულარით, ყველაზე მეტად მე მინდა და ჩვენ გვინდა, რომ დავაკავოთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისი თქმით, კარგია, რომ ბადრი ესებუა დაკავებული იყოს, თუმცა ამ ეტაპზე ის დაკავებული არ არის.

„მაშინ ელემენტარულად ერთი ადამიანიც რომ მომკვდარიყო, უბრალოდ, არ ვლაპარაკობ მასაზე, რომ აეფეთქებინა ხელყუმბარა და ათეულობით ადამიანი დაღუპულიყო, ამას აღარავინ უყურებს. კარგად რომ დამთავრდა, ახლა ამაზე მიდის ხუმრობა, ასე შემდეგ. მესმის. კარგია რომ დაგვეკავებინა, თუმცა მოხდა ასე, რომ ვერ დავაკავეთ. კიდევ ხაზს ვუსვამ, ძალიან ბევრია ასეთი, მაგალითად, პოლიცილების მკვლელები, როდესაც 2004-2005-ში მომხდარი შარშან დავაკავეთ 18 წელი გავიდა. მე ვერ წარმოვიდგენ, რომ იგივე ვანო მერაბიშვილს, ბატონ მინისტრს არ უნდოდა მისი დაკავება, ვერ წარმოვიდგენ, რა თქმა უნდა უნდოდა, მაგრამ ვერ დააკავეს. ხდება, სამწუხაროდ. ესებუა გახდა სასაცილო, თუმცა სასაცილო ჩემთვის მართლა არ არის, დავაკავოთ, ყველას გვინდა, მაგრამ ხდება სამწუხაროდ“, – განაცხადა გომელაურმა.