ვახტანგ გომელაური - ძალიან ხშირია, რა ამბავ პრემიებს არიგებს შს სამინისტროო, მრცხვენია ხანდახან, ამხელა სამუშაოს შემდეგ 500-ლარიან პრემიას რომ ვუწერთ პოლიციელებს, რომ იყოს საშუალება, 2000-საც მივცემ
ვახტანგ გომელაური - ძალიან ხშირია, რა ამბავ პრემიებს არიგებს შს სამინისტროო, მრცხვენია ხანდახან, ამხელა სამუშაოს შემდეგ 500-ლარიან პრემიას რომ ვუწერთ პოლიციელებს, რომ იყოს საშუალება, 2000-საც მივცემ

ძალიან ხშირია, რა ამბავ პრემიებს არიგებს შს სამინისტროო, მრცხვენია ხანდახან, ამხელა სამუშაოს შემდეგ 500-ლარიან პრემიას რომ ვუწერთ პოლიციელებს, რომ იყოს საშუალება, 2000- საც მივცემ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, პოლიციელები ექვსი დღე და ღამე მუშაობენ.

„პოლიციელების დატვირთვა არის პრობლემა, ექვსი დღე დღე და ღამე მუშაობენ, აქციებია, ხან დაძაბული ვითარებაა. სამწუხაროდ, იმის საშუალება არ არის, რომ დაისვენონ ორი დღე და ერთი დღე იმუშაონ. ვცდილობთ, პატრულმა, კრიმინალურმა პოლიციამ მაქსიმალურად დაისვენონ. ერთს გავუსვმადი ხაზს, ძალიან ხშირია, რომ რა ამბავ პრემიებს ურიგებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს რა ხდება, ამდენი მილიონი. კიდევ ხაზს ვუსვამ, 38 000 ადამიანი ვართ, არა ვართ 2 და 3 ათასი ადამიანი. მაქსიმუმ მიგვიცია, 500-ლარიანი პრემია, როდესაც ექვსი დღე უმუშავიათ დღე და ღამე, წვიმაში მდგარან სამი დღე და მუხლი არ ჩაუხრიათ. ვიტყოდი პირდაპირ, მრცხვენია ხანდახან, რომ ამხელა სამუშაოს შემდეგ 500-ლარიან პრემიას ვუწერ, რომ მქონდეს, 1000-საც მივცემ და 2000- საც მივცემ, მაგრამ საშუალება არ გვაქვს ბიუჯეტში. რაც გვაქვს საშუალება, იმას ვაძლევთ. ეს ადამიანები თავისი სამუშაო გრაფიკის ხუთჯერ მეტს მუშაობენ და რატომ არ უნდა გამოვუწეროთ პრემია“, – განაცხადა გომელაურმა.