ვახტანგ გომელაური და გრიგოლ ლილუაშვილი დმანისში ჩავიდნენ
ვახტანგ გომელაური და გრიგოლ ლილუაშვილი დმანისში ჩავიდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დმანისში ჩავიდნენ. გომელაურის განცხადებით, სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც კანონი დაარღვია.

მინისტრის თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და შესაბამისი მუშაობა მიმდინარეობს.

ამასთან, დმანისში იმყოფება პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც ჯგუფურ ძალადობაში გადაიზარდა.

დმანისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე.