ვახტანგ გომელაური - ჩვენს ქვეყანაში ყველა დაცულია, უმცირესობაც და უმრავლესობაც
ვახტანგ გომელაური - ჩვენს ქვეყანაში ყველა დაცულია, უმცირესობაც და უმრავლესობაც

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კარგი განცხადებები ჰქონდა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, საქართველოში ყველა დაცულია, უმცირესობაც და უმრავლესობაც.

„ძალიან კარგი განცხადებები გააკეთა ბატონმა პრემიერმა. ჩვენს ქვეყანაში ყველა დაცულია, უმცირესობაც, უმრავლესობაც. იცით ძალიან კარგად. საიდან უნდა გაგვრიცხონ, ეგ ნამდვილად არ მომისმენია. ვნახოთ, დაველოდოთ, წინასწარ ნუ მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა გომელაურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ სიტყვით გამოვიდა უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე.