ვახტანგ გომელაური - ჩემთვისაც მძიმეა, როდესაც ვუყურებ ტელევიზორში, რომ მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, მეც ვყოფილვარ რიგითი სპეცრაზმელი და ასეთ დროს ნერვების მოთოკვა ძნელია
ვახტანგ გომელაური - ჩემთვისაც მძიმეა, როდესაც ვუყურებ ტელევიზორში, რომ მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, მეც ვყოფილვარ რიგითი სპეცრაზმელი და ასეთ დროს ნერვების მოთოკვა ძნელია

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან რთულია, როდესაც პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებენ.

მინისტრის თქმით, ასეთ შემთხვევაში პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს.

„ჩემთვისაც ძალიან მძიმეა, როდესაც ვუყურებ ტელევიზორში მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს. იგივე, რაც მოხდა ცესკო-ს შენობასთან, ამაზე ღიად არ მითქვამს, მაგრამ უნდა ვთქვა, ჩემი ორი მოადგილე იყო ადგილზე და პირდაპირ ვუთხარით, ბიჭებს, არ აყოლოდნენ. იქ რომ რამე მომხდარიყო, ელემენტარულად აყოლოდნენ, ეგ უნდოდათ, ყოფილიყო ჩხუბი, ცემა-ტყეპა, ხელკეტებით ცემა. ვუთხარი, რომ ჩათვალეთ, მე მაგინებენ, არ გაინძრნენ ბიჭები-მეთქი, ამას ვთხოვდი და სწრაფად სწრაფად ვცვლიდით წინ პოლიციელებს. ადამიანს ნერვები ეშლება, ადამიანები ვართ ყველა. მეც ვყოფილვარ რიგითი სპეცრაზმელის როლში და იქ რომ შედიხარ, შენ წყვეტ. ძალიან ძნელია ნერვების მოთოკვა და ამის გამო ცესკოსთან წინა რიგებს ვცვლიდით ნამდვილად, ახლა ვიძახი პირველად ღიად, რადგან ეს ადამიანები არ გაღიზიანებულიყვნენ, ან ხელი არ დაერტყათ და არ მომხდარიყო დაპირისპირება. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით, კანონი რის საშუალებასაც გვაძლევს, ხან ვაკავებთ, ხან აჯარიმებს სასამართლო. სასამართლო ხან თვლის, რომ დასაჯარიმებელია, ხან არ თვლის, ჩვენ ვემორჩილებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა შინაგანად შესაძლოა, ხშირად რაღაცაში არ ვეთანხმებით“ , – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.