ვახტანგ გომელაური ბათუმში მიემგზავრება
ვახტანგ გომელაური ბათუმში მიემგზავრება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში მიემგზავრება.

​მინისტრის ბათუმში გამგზავრება სავარაუდოდ, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას უკავშირდება.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის განცხადებით, ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები, მეზობელი რეგიონებიდან კი, დამატებითი ძალები მობილიზდება.

ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადასტურებს, რომ ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

დატოვე კომენტარი