ვახტანგ გომელაური - ბატონმა პრემიერმა ბრატისლავაში სრული სიმართლე ისაუბრა, თავად ზელენსკიც ამბობდა, ნატო-ს გამო ომს დავიწყებთ, უკან არ დავიხევთო, რა იყო ამაში ახალი
ვახტანგ გომელაური - ბატონმა პრემიერმა ბრატისლავაში სრული სიმართლე ისაუბრა, თავად ზელენსკიც ამბობდა, ნატო-ს გამო ომს დავიწყებთ, უკან არ დავიხევთო, რა იყო ამაში ახალი

რაც ისაუბრა ბატონმა პრემიერმა, იყო სრული სიმართლე. მგონი, პირველად არავის გაუჟღერებია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბრატისლავაში, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს ახალი არაფერი უთქვამს, რასაც მსოფლიო ლიდერები არ ამბობენ.

„თვითონ ზელენსკიც ამბობდა, ნატო-ს გამო ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკანო. ეს ყველაფერი არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს, იგივე გაიმეორა ბატონმა პრემიერმა. სიმართლე თქვა. ახალი რა იყო ამაში? ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია და, სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც“, – განაცხადა გომელაურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი. ჩვენ ვხედავთ შედეგებს“.