ვახტანგ გომელაური - ასობით ვიდეოფაილის გადამოწმება მოუხდათ ჩვენს გამომძიებლებს 5 ივლისის მოვლენებზე და დღესაც მუშაობენ ამ მიმართულებით
ვახტანგ გომელაური - ასობით ვიდეოფაილის გადამოწმება მოუხდათ ჩვენს გამომძიებლებს 5 ივლისის მოვლენებზე და დღესაც მუშაობენ ამ მიმართულებით

ასობით ვიდეოფაილის გადამოწმება მოუხდათ ჩვენს გამომძიებლებს და დღესაც მუშაობენ ამ მიმართულებით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

გომელაურმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ჟურნალისტი გამოკითხვაზე არ გამოცხადდა და მათ თხოვნით მიმართა, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

შს მინისტრის თქმით, უკვე დაკავებულია 27 პირი და სამართალდამცველები ამ მიმართულებით აგრძელებენ მუშაობას.

ფარდობითობით არ უნდა შევხედოთ ამ თემას. 27 პირი დაკავებულია, თუმცა პირველად ერთი პირი იყო დაკავებული, დღეს უკვე 27 პირია დაკავებული, ხვალ რამდენი იქნება ამას ვერ ვიტყვი ზუსტად, ვმუშაობთ ამაზე. თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა, აქ არიან პიროვნებები, რომლებიც, მაგალითად, ერთი ადამიანი ოთხ ეპიზოდში მონაწილეობდა, მეორე – სამ ეპიზოდში. ანუ, ის, რომ ამოვწურეთ თემა, მაგას არ ვამბობ. ჩვენ ვმუშაობთ და ძალიან გვიჭირს, რამდენიმე ჟურნალისტი არ მობრძანდა გამოკითხვაზე, რომ მოეწოდებინა ინფორმაცია და თქვენი ეთერიდან ვთხოვდი, იქნებ მობრძანდნენ და მოგვცენ ჩვენებები, თუ აქვთ კიდევ ვიდეოფაილები. ასობით ვიდეოფაილის გადამოწმება მოუხდათ ჩვენს გამომძიებლებს და დღესაც მუშაობენ ამ მიმართულებით და თუ აქვთ რაიმე ახალი თემები, იქნებ მოგვაწოდონ, ძალიან კარგი იქნება“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

დატოვე კომენტარი