ვახტანგ გომელაური აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა
ვახტანგ გომელაური აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) რეგიონული ოფისის დირექტორს, ჯუდიტ რებეკა კემპბელს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას.

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა და ჯუდიტ რებეკა კემპბელმა არსებულ გამოწვევებს და სამომავლო ურთიერთობის გეგმებზე იმსჯელეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, საგზაო უსაფრთხოების და სხვა მიმართულებებით.

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, ბიუროს დიდი წვლილი შეაქვს სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაში ტრენინგების და კონფერენციების ჩატარებით, სასწავლო ვიზიტების ორგანიზებით და შესაბამისი აღჭურვილობის გადმოცემით.

დატოვე კომენტარი