ვახტანგ გომელაური - არ შეიძლება, პოლიციელს ყურში უსტვინო, თუ მოჰკიდებ ხელს, როგორ გაბედე, ეს გამოხატვის თავისუფლებაა, ვცდილობთ, ამას მაქსიმალურად კანონიერად მივუდგეთ
ვახტანგ გომელაური - არ შეიძლება, პოლიციელს ყურში უსტვინო, თუ მოჰკიდებ ხელს, როგორ გაბედე, ეს გამოხატვის თავისუფლებაა, ვცდილობთ, ამას მაქსიმალურად კანონიერად მივუდგეთ

დეზინფორმაციის გავრცელება, სამწუხაროდ ძალიან ხშირია და იყო შემთხვევა, როდესაც მივმართეთ სასამართლოს, ​ვუჩივლეთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ძალიან ბევრი ცრუ ბრალდებაა პოლიციელების მიმართ, რაც სამწუხაროა, რადგან ეს ადამიანები 24 საათი მუშაობენ.

„სამეგრელოში ადამიანს დააბრალეს, თითქოსდა გადაადგილდებოდა ამა თუ იმ მანქანით, ნარკოტიკები გადაჰქონდა, იყო ვიღაც ქალბატონებთან ერთად, ამ დროს ეს ადამიანი იყო სახლში მეუღლესთან, შვილებთან, მშობლებთან ერთად. საჩივარი შევიტანეთ და დარწმუნებული ვარ, ნამდვილად მოვიგებთ ამ საჩივარს. ძალიან ბევრია ცრუ ბრალდებები პოლიციის მიმართ. ეს ადამიანები მართლა 24 საათი ქუჩაში ვართ, თოვლია, ყინვაა თუ სიცივეა. არ შეიძლება ასეთი მიდგომა. რამდენიმე ჩვენმა დეპუტატმა იკითხა, ასეთი რაღაც რომ ხდება პოლიციელებზე, „ბულინგი“ და ა.შ, ძალიან ცუდია და კანონიდან გამომდინარე, ვცდილობთ, მაქსიმალურად კანონიერად მივუდგეთ, მოხდეს სასამართლოს მიერ დასჯა. ძალიან მძიმეა და მნიშვნელოვანია, არ შეიძლება 100 ლარით მაჯარიმონ ყოველდღე, ეს რა თქმა უნდა, ჩემი პირადი შეხედულებაა, მივიდე და ყოველდღე ვუშალო ნერვები, შეურაცხყოფა მივაყენო პოლიციელს. მივიდე სასტვენით და ყურში ვუსტვინო ნახევარი საათი, თუ მოჰკიდებ ხელს, ეს დანაშაულია, როგორ გაბედე და გამოხატვის თავისუფლებაა ეს. მას შეუძლია, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს და მივიდეს, არ გავიწევი მე და ა.შ. ცოტა მძიმეა, მესმის, თუმცა კანონიდან გამომდინარე, ჩვენ სხვა საშუალება ნამდვილად არ გვაქვს, რომ სხვანაირად დავსაჯოთ ეს ადამიანები და აღკვეთოთ ასეთი მიდგომა პოლიციისადმი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დატოვე კომენტარი