ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ქალაქი უსწრაფესად ჩაიკეტება
ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ქალაქი უსწრაფესად ჩაიკეტება

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ქალაქი უსწრაფესად ჩაიკეტება.

შს მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თითქმის ყველა რეგიონის მთავარი ქალაქის შესასვლელები კონტროლდება.

„იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდება ჩაკეტვა, როგორც მარნეულში მოხდა, როგორც ბოლნისში მოხდა, უსწრაფესად განხორციელდება მთლიანად ქალაქის გადაკეტვა. თუ საჭირო იქნება, გვეტყვიან ჩვენი სპეციალისტები, ჯანდაცვის სამინისტრო“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დატოვე კომენტარი