ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ 1 000-ბინიანი „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება
ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ 1 000-ბინიანი „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება, რომელიც 1 000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი იქნება.

ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„„პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა იყო მისი ინიციატივა და, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა. როგორც უკვე პრემიერმა განაცხადა, ჩვენს პოლიციელებს 1 000 ბინა გადაეცემათ. მშენებლობა დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ყველა ჩვენგანისთვის „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა. რაც მთავარია, ეს არ არის ერთჯერადი, ეს მომავალშიც გაგრძელდება და სხვა პროექტიდან გადაეცემათ ჩვენს პოლიციელებს ბინები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მთავრობას, პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.