ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გამოფენა „ვახტანგ ჭაბუკიანი 110“ გაიხსნა
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გამოფენა „ვახტანგ ჭაბუკიანი 110“ გაიხსნა

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, გამოფენა „ვახტანგ ჭაბუკიანი 110“ გაიხსნა. გამოფენა ვახტანგ ჭაბუკიანის 110 წლისთავს ეძღვნება.

მუზეუმების გაერთიანებამ უნიკალური არქივით ქართველი ბალეტმაისტერის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი წარმოადგინა.

გამოფენაზე წარმოდგენილია მუზეუმში დაცული ფოტომასალა სხვადასხვა სპექტაკლიდან, საგასტროლო ტურნედან, ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან თუ რეპეტიციებიდან. გამოფენაზე წარმოდგენილია ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველ მასალა და აფიშები.

გამოფენა 14 მარტამდე გაგრძელდება.