ვახტანგ ბუცხრიკიძე - „თიბისი ბანკის“ შემთხვევაში, საუბარია საერთო ჯამში 120 მლნ ლარის პრობლემურ სესხზე
ვახტანგ ბუცხრიკიძე - „თიბისი ბანკის“ შემთხვევაში, საუბარია საერთო ჯამში 120 მლნ ლარის პრობლემურ სესხზე

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე პრობლემურ მოვალეთა ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს, მაგრამ აცხადებს, რომ „თიბისი ბანკში“ საერთო ჯამში, საუბარია 120 მლნ ლარის პრობლემურ სესხზე.

მისი თქმით, ეს არის ბანკის მთლიანი აქტივების 1 პროცენტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „თიბისისთვის“ აღნიშნული ძირითადი ბიზნესი არ ყოფილა.

„ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი ძველი სესხები, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა, რომელიც ძირითადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაგროვდა, არარეგულირების გამო“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მისი თქმით, ახალი რეგულაციების საშუალებით, მომავალში პრობლემები აღარ შეიქმნება.