ვახტანგ ბუცხრიკიძე - შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარება ახალმა ეკონომიკურმა აქტივობამ გამოიწვია
ვახტანგ ბუცხრიკიძე - შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარება ახალმა ეკონომიკურმა აქტივობამ გამოიწვია

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ ლარის გამყარება ახალმა ეკონომიკურმა აქტივობამ გამოიწვია.

მისი თქმით, ქვეყანაში მაისიდან სხვადასხვა ტიპის ბიზნესები თანდათანობით იხსნება.

„რთულია ძალიან მოკლედ იმის თქმა, რამ გამოიწვია ლარის გამყარება, მაგრამ ის, რაც საქართველოში ხდება მაისიდან დაწყებული, თანდათანობით სხვადასხვა ტიპის ბიზნესები იხსნება, შეიძლება ითქვას, რომ ახალმა ეკონომიკურმა აქტივობამ გამოიწვია ლარის გამყარება“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ოფიციალური კურსით დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.0772 ლარი ღირს.