ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ კლინიკაში პაციენტთა მიმართვიანობა შემცირებულია
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ კლინიკაში პაციენტთა მიმართვიანობა შემცირებულია

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის წარმომადგენლების თქმით, პაციენტთა მიმართვიანობა ამ კვირაში შემცირებულია.

კლინიკის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, თუ კლინიკაში ვირუსის პიკის დროს 180 პაციენტი ჰყავდათ მოთავსებული, დღეს 110-მდე პაციენტი მკურნალობს. მათგან მხოლოდ 10% კი, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

დავით გადელია მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის მეორე ტალღის დაწყებამდე აიცრან.

მედიკოსები აცხადებენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება რისკ ჯგუფებს მართებთ, ორსულებს, ბავშვებს, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებსა და მედიკოსებს.

ექიმები ვარაუდობენ, რომ თებერვალში გრიპის ვირუსის მეორე ტალღა დაიწყება. როგორც ისინი აცხადებენ, მათ ამის თქმის საფუძველს წინა წლების გამოცდილება აძლევთ.