ვახტან მეგრელიშვილი - ძალიან მოგვწონს ხელისუფლებისთვის გაგზავნილი ყველა პუნქტი პლებისციტის გარდა
ვახტან მეგრელიშვილი - ძალიან მოგვწონს ხელისუფლებისთვის გაგზავნილი ყველა პუნქტი პლებისციტის გარდა

ოპოზიციურ კოლეგებს დეტალურად მოვუყევი ჩვენი დამოკიდებულება პლებისციტისა და ყველა იმ პუნქტების მიმართ, რომელიც გუშინ გავუგზავნეთ შუამავლების მეშვეობით ხელისუფლებას. ჩვენი პოზიციაა, რომ ძალიან მოგვწონს ყველა პუნქტი პლებისციტის გარდა. პლებისციტის ნაწილში ჩვენ უბრალოდ განსხვავებული აზრი გვაქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილი ადასტურებს, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის პლებისციტის მოთხოვნა.

„დიახ არის. ოპოზიციურმა პარტიებმა შევათანხმეთ, ყველა თანახმაა იმ მოდელზე, სადაც ხუთ პუნქტს გვიკმაყოფილებენ, თუ ხუთ პუნქტს გვიკმაყოფილებენ, ოპოზიცია იქნება ჩვენი შეთავაზებით კმაყოფილი და კრიზისი დასრულდება, ჩვენ ახლა ველოდებით საპირისპირო წინადადებებს „ქართული ოცნებიდან“, ყველა ამ პროცესში ვართ. ამ დროს ჩვენ ავუხსენით ჩვენს კოლეგებს იმ პარტიებმა, ვინც ეს წინადადება მოვამზადეთ, ჩვენი არგუმენტაცია მივეცით, რატო ჩავწერეთ ეს წინადადებები და რატომ არა სხვა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დატოვე კომენტარი