ვაკეში, რადიანის ქუჩის მოსახლეობა 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს
ვაკეში, რადიანის ქუჩის მოსახლეობა 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

ვაკეში, რადიანის ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები კომპანია „თორის“ მიერ 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მოსახლეობის თქმით, მშენებლობის უფლება კომპანიამ მერიისგან 2015 წელს მიიღო. მოგვიანებით, ადგილობრივებმა კოეფიციენტის თემაზე დავა საქალაქო სასამართლოში დაიწყეს. 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, კომპანიას შეუჩერდა K2-ის კოეფიციენტი.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამშენებლო კომპანიას ახლა 12-სართულიანი კორპუსის აშენების უფლება აღარ აქვს.

მოსახლეობა ამბობს, რომ მშენებლობა საფრთხეს უქმნის მომიჯნავე სახლებს. გარდა ამისა, მათი განცხადებით, ადგილი, სადაც კორპუსი შენდება, არის ჩიხი და ახალი მასშტაბური შენობის აგება ტერიტორიაზე პრობლემას შეუქმნის სასწრაფო თუ სახანძრო მანქანების გადაადგილებას.

არქიტექტურის სამსახურში კი აცხადებენ, რომ, საქმეზე დავა მიმდინარეობს და სამსახური იმოქმედებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად.