ვაკეში, „აქსის თაუერის“ შენობასთან ხანძარია
ვაკეში, „აქსის თაუერის“ შენობასთან ხანძარია

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, „აქსის თაუერის“ შენობასთან ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, „აქსის თაუერის“ შენობასთან 50 კვადრატული მეტრი ფართობის ღობე იწვის.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.