ვაკეში, ჭავჭავაძის #37-ში ხანძარი ლოკალიზებულია
ვაკეში, ჭავჭავაძის #37-ში ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის #37-ში ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სახლიდან მოქალაქეების დროული ევაკუაცია განხორციელდა, ამიტომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ექვსი სახანძრო და ერთი სამაშველო ჯგუფი მუშაობს.